ალტ-ინფოს ლიდერი, კოკა მორგოშია, აცხადებს, რომ “კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო” არჩევნებში მონაწილეობას პატრიოტთა ალიანსთან ერთად მიიღებს:
„ვულოცავ კონსერვატიულ ფლანგს კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას!
მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრმა კიდევ 3 თვით გაზარდა “კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს” პარტიის გაუქმების გადახედვასთან დაკავშირებით, ჩვენი საჩივრის განხილვის ვადა, მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმ 3 თვე პარტიის აღდგენის შანსი არ არსებობს, შესაბამისად კი უშუალოდ ჩვენი პარტიით, ფიზიკურად ვერ მოვასწრებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ეს იყო პირველივე დღიდან “ქართული ოცნების” მთავარი ამოცანა, საქართველოს კონსერვატიულად განწყობილი ნაწილის ხმების მითვისების მიზნით…
ეროვნულმა ფლანგმა მაინც მონახა გამოსავალი და მოხდა დიდი კონსოლიდაცია!!!
ქვეყნის კონსერვატიული შინაარსის ძალები, არჩევნებში მონაწილეობას საარჩევნო ბლოკის სახით, ეროვნული პოზიციების მქონე პარტიის, “პატრიოტთა ალიანსის” მეშვეობით მიიღებენ! “პატრიოტთა ალიანსის”, ანუ კვალიფიციური საპარლამენტო პარტიის აკრძალვა, ხელისუფლებას უკვე აღარ შეუძლია!
სწორედ ეს დიდი ერთობაა, ჩვენი ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანის პირველი საწინდარი! წინ დიდი გამარჯვებები გველოდება!