GD Banner
პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა ლევან ხაბეიშვილზე- „ჩათვალა, რომ გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საკუთარი თავის ინვესტიციას 100%-ით ვერ შეძლებდა, ვფიქრობ, ამას ბევრი არ გააკეთებდა“

ლევანისთვის კონკრეტული თანამდებობა არ არის მნიშვნელოვანი, ჩათვალა, რომ გართულებული ჯანმრთელობის გამო, საკუთარი თავის ინვესტიციას 100%-ით ვერ შეძლებდა. ეს მისი მხრიდან ძალიან ღირსეული ნაბიჯია  – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. 

„ჩემთვის ეს იყო ძალიან რთული გადაწყვეტილება, როდესაც ლევანის გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაჩნდა აუცილებლობა, ეს დისკუსია გახსნილიყო პარტიაში და როდესაც ის პირველად გამესაუბრა ამ გადაწყვეტილებაზე, არ იყო მარტივი ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის მოსაზრება, ჩართულობა… ლევანისთვისაც რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ძალიან ღირსეული ნაბიჯი, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მისთვის კონკრეტული თანამდებობა კი არ არის მნიშვნელოვანი, მისთვის მნიშვნელოვანია გამარჯვება და ახლა ჩათვალა, რომ მისი გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ის საკუთარი თავის ინვესტიციას 100%-ით ვერ შეძლებდა და ვფიქრობ, რომ ამას ბევრი არ გააკეთებდა. ეს მისი მხრიდან ძალიან ღირსეული ნაბიჯია, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ ნამდვილად გუნდურად ვმოქმედებთ და ვფიქრობთ მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვების საერთო მიზანზე, მეტიც მან თქვა, რომ დარჩება პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ. მნიშვნელოვანია, რომ ლევანი რჩება, როგორც გუნდის მნიშვნელოვანი წევრი”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,160 ნახვა