GD Banner
პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: საარჩევნო კამპანიის დროს ბევრმა მითხრა, რომ პრობლემა პუტინში კი არა, აშშ-ში, ჩვენს დაზვერვასა და CIA-შია. რაღაც ძალიან არასწორად წარიმართა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, გერმანიაში ჩატარებული ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელ X-ზე აფასებს.

მისი თქმით, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ბევრისგან მოისმინა, რომ პრობლემა არა პუტინი, არამედ აშშ, თავად გერმანიის შიდა დაზვერვის სააგენტო და CIA იყო.

“ბევრმა ძალიან ღიად მითხრა საარჩევნო კამპანიის დროს, რომ პრობლემა პუტინში კი არა, შეერთებულ შტატებში, ჩვენს დაზვერვის სამსახურსა და CIA-შია. აქ რაღაც საშინლად არასწორად წარიმართა.” – აღნიშნავს ფონ კრამონი.

ის ასევე ინტერესდება, გერმანელი პოლიტიკოსის, სარა ვაგენკნეხტის საარჩევნო კამპანიის ფინანსების წარმომავლობით, რომლის პარტამაც აღმოსავლეთ გერმანიის რეგიონში წარმატება მოიპოვა.

“ასევე დავინტერესდებოდი, რა დაჯდა მისი საარჩევნო კამპანია და ვინ დააფინანსა.” – წერს დეპუტატი.

ცნობისთვის, გამოცემა “Politico”-ს ინფორმაციით, ევროკავშირის არჩევნებში პირველი ადგილი გერმანელ კონსერვატორებს ერგო, ულტრამემარჯვენე “ალტერნატივა გერმანიისთვის”(AfD) კი მეორე ადგილზე გავიდა. თავად ვიოლა ფონ კრამონის პარტია “მწვანეები” რომელიც ოლაფ შოლცის კოალიციაშია, არჩევნებში დამარცხდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,194 ნახვა