საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ საფრანგეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ გამოაცხადა.
მაკრონმა განაცხადა, რომ პარლამენტის დათხოვნისა და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები 30 ივნისსა და 7 ივლისს ჩატარდება.
ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის პარტია ლიდერობს.
Facebook Comments Box