GD Banner
პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: ევროპაში ჩატარებული არჩევნების შედეგად გაირკვა, რომ გადაგვარებული ლიბერალიზმით და ლგბტ პროპაგანდით დასნებოვნებული ევროპა გაჯანსაღების გზას დაადგა

ევროპაში 6-9 ივნის ჩატარებული არჩევნების შედეგად გაირკვა, რომ გადაგვარებული ლიბერალიზმით და ლგბტ პროპაგანდით დასნებოვნებული ევროპა გაჯანსაღების გზას დაადგა! – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის არჩევნებმა ცალსახად აჩვენა, რომ ევროპელების სურვილია კაცს ერქვას კაცი და ქალს ქალი. მანვე აღნიშნა, რომ ეს აუცილებელი ისტორიული პროცესია.

„ევროპაში ჩატარებულმა ევროპალამენტის არჩევნებმა ცალსახად უჩვენა ერთი რამ! სახელდობრ, ევროპელების სურვილი – კაცს ერქვას, კაცი! ქალს ქალი! სწორედ ამის მაუწყებელია ის, რომ ბელგიის ლგბტ დროშაზე მოპოზიორე პრემიერი თანამდებობიდან გადადგა! ფრანგი მაკრონი შოკშია. ის იძულებული გახდა და დანიშნა ახალი საპარლამენტო არჩევნები! ნათქვამია აგრე ვიცის ჯაყომაო! ამიტომაც ჩვენს დატუქსვაზე დროს კარგვას ამ პატივცემულს ერჩია საკუთარი ქვეყნისათვის მიეხედა და საფრანგეთი უცხო ტომელთა სათარეშოდ არ ექცია!

გერმანელ კანცლერს შოლცს “არა რუსულ კანონზე” აქცენტირებას უჯობდა სამართლიანად მოგვქცეოდა და ჩვენმა პრემიერმა რომ შესთავაზა დისკუსია, იმ დისკუსიას დათანხმებოდა! და მტყუან-მართალი იქ გამოერკვია!

ევროპაში 6-9 ივნის ჩატარებული არჩევნების შედეგად გაირკვა, რომ გადაგვარებული ლიბერალიზმით და ლგბტ პროპაგანდით დასნებოვნებული ევროპა გაჯანსაღების გზას დაადგა! ეს აუცილებელი ისტორიული პროცესია, რომელიც არც მაკრონს, არც შოლცს, არც ტუსკს….და თქვენ წარმოიდგინეთ არც ბაიდენ-ჩერნენკოსაც, რომ არ ემორჩილება! ასე, რომ თუ დიდი ილია საუკუნე ნახევრის წინ ნატრობდა: ევროპის “ეს ხმა ტკბილი, გამაგონე ჩემს მამულშიო”! ახლა ისე მიდის საქმე ევროპელები ნატრობენ – საქართველოს ვაჟკაცური ანუ მამულის, ენის, სარწმუნოების დამცველი ხმა გაგვაგონე შიგ ევროპაშიო! მასეც იქნება. არ დაგამადლით ! უფრო მეტიც გირჩევთ და გასწავლით, როგორ გათავისუფლდეთ მაგ უსამშობლო და უხერხემლო პოლიტიკური და იდეოლოგიური ცვედანებისაგან!“, – წერს ედიშერ გვენეტაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,194 ნახვა