GD Banner
პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენი- დარწმუნებული ვარ ახალი მანდატის მოპოვებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრი შრომა მელოდება წინ

ევროკომისიის მოქმედმა პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სურს უმრავლესობის შექმნა ევროკავშირის პარლამენტში „ძლიერი და ეფექტური ევროპისთვის“ და დარწმუნებულია, რომ შეუძლია ახალი მანდატის მოპოვება.

ევროკავშირის ხელმძღვანელად დარჩენის უზრუნველსაყოფად, ფონ დერ ლაიენს სჭირდება ევროკავშირის 27 ლიდერის „კვალიფიციური უმრავლესობა“ და ასევე უმრავლესობა 720 ადგილიან ევროპარლამენტში.

„ჩვენ შეიძლება განვსხვავდებოდეთ ცალკეულ საკითხებში, მაგრამ ჩვენ ყველას გვაინტერესებს სტაბილურობა და ყველას გვსურს ძლიერი და ეფექტური ევროპა. ასე რომ, მთელი ჩემი კამპანიის განმავლობაში, ბევრს ვმუშაობდი პროევროპული ძალების ფართო და ეფექტური უმრავლესობის შესაქმნელად. ჩემი მიზანია, გავაგრძელო ეს გზა მათთან ერთად, ვინც არის პროევროპული, პრო-უკრაინის, კანონის უზენაესობის მომხრე. დარწმუნებული ვარ ახალი მანდატის მოპოვებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრი შრომა მელოდება წინ“,-განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ბოლო საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) ევროპარლამენტში 191 ადგილი მოიპოვა.

მედიის ცნობით, სოციალისტებისა და დემოკრატების (S&D) ბლოკი, რომელიც ყოველთვის მეორე ადგილს იკავებდა, ამჯერადაც 135 მანდატით მეორე ადგილზე გავიდა.

მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ჯგუფები ECR და ID დაახლოებით იმავე შედეგებზე დარჩნენ, შესაბამისად 71 და 58 ადგილით.

ამასთან, „განაახლეთ ევროპამ“ ევროპარლამენტში 22 ადგილი დაკარგა, მწვანეებმა კი 20.

ჯერჯერიბით უცნობია, ვის მხარდაჭერას გადაწყვეტს 95 დამოუკიდებელი ევროპარლამენტარი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,160 ნახვა