GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი გოგავა: ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხის გამოყოფა შეიძლება

პოლიტოლოგი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხის გამოყოფა შეიძლება:

1. გლობალური ომის პარტიის მთავარმა სახეებმა ევროპაში ემანუილ მაკრონმა და ოლაფ შოლცმა დამამცირებელი მარცხი განიცადეს. ნათელია, რომ ფრანგები და გერმანელები მხარს არ უჭერენ ომს და აქედან გამოწვეულ ცხოვრების დონის ვარდნას, ენერგიაზე ტარიფების მატებას, ევროპისთვის უჩვეულოდ დიდ ინფლაციას და ზოგადად მათი მთავრობების პოლიტიკას მიუღებლად მიიჩნევენ. გლობალისტური წრეები ევროპის მედია აქტივების 80%-ს აკონტროლებენ და ამის მიუხედავად ვერ უზურნველყვეს ყველაზე მნიშვნელოვან ორ სახელმწიფოში მმართველი რეჟიმების წარმატება.

საფრანგეთში ახალი პოლიტიკური რეალობა დაფიქსირდა: ოპოზიციურმა მემარჯვენე პარტიამ ორჯერ მეტი ხმა მიიღო, ვიდრე მაკრონის მმართველმა კოალიციამ: მარინ ლე პენის „ეროვნული ფრონტი“ 31,36%, მაკრონის კოალიცია 14,6% . ამის გამო მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და 7 ივლისამდე იქ ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, სადაც მარინ ლე პენს ან მისი პარტიის ლიდერს ჯორდან ბარდელას პრემიერობის კარგი შანსი აქვთ. როგორც ჩანს, ფრანგებმა იპოვეს ომში ჩართვისგან თავის დაძვრენის გზა და ისინი ამას გამოიყენებენ.

ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატებმა თავი ეპიკურად შეირცხვინეს და მხოლოდ 13,9% აიღეს, მესამე ადგილზე გავიდნენ და 2025 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე როზა ლუქსემბურგის, ლიბკნეხტის, ებერტის და ნობელიანტი ვილი ბრანდტის ერთ დროს ძლევამოსილ პარტიას, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც ჰიტლერის კანცლერად არჩევას ხმა არ მისცა, სხვა ლიდერი გაიყვანს. შოლცი კი თავის უსახელო კარიერას გლობალისტური ტრანსნაციონალური კორპორაციების კუთვნილი სამხედრო კონცერნის „რაინმეტალის“ გამგეობაში გააგრძელებს, სავარაუდოდ. მან ამ კონცერნს მილიარდობით ევროს შეიარაღების შეკვეთა მისცა და ეს დაუფასდება. ფრანგებმა კი გამბიტი გაითამაშეს, მაკრონის კოალიცია გაიწირა, მაგრამ საფრანგეთი ომის ქარტეხილს შესაძლოა გადაურჩეს. გარდა ამისა, საფრანგეთის პარლამენტის არჩევნები სრულად მაჟორიტარული სისტემით ტარდება და არაპარტიული არჩევნები მაკრონის კოალიციას უფრო აწყობს საარჩევნო ოლქების რუკის სპეციფიკის გამო. (ჩვენ კი გვასწავლიდნენ ჭკუას, რომ არ ვარგა მაჟორიტარული არჩევნებიო – გვატყუებდნენ ნეტა?! იკადრებდნენ ვითომ?)

2. ევროპარლამენტის არჩევნებზე მნიშვნელოვანია ვიქტორ ორბანის წარმატება მიუხედავად შიდა ღალატისა, როდესაც მისი ერთ-ერთი მინისტრის ქმარმა ცოლი ფარულად ჩაიწერა, ჩანაწერები გამოაქვეყნა და შემდეგ ოპოზიციური პარტია შექმნა, რომელმაც თითქმის 30% აიღო. მთლად ნაცების უჩას დონის ჩანაწერები არ იყო, მაგრამ ეფექტი იქონია. ორბანმა კი მოკავშირე პარტიასთან ერთად 53%-იანი მხარდაჭერა მიიღო. ავსტრიაში პირველ ადგილზე მემარჯვენე „თავისუფლების პარტია“ გავიდა. ეს ის პარტიაა, რომლის ლიდერი იორგ ჰაიდერი ჯერ ავსტრიის კანცლერად არ დაანიშნინეს, მოგებული არჩევნების მიუხედავად, შემდეგ პარტიიდანაც განდევნეს, ბოლოს ავტოავარიაში დაიღუპა და მიაძახეს „მთვრალი იჯდა საჭესთანო“, არადა დედის დაბადების დღეზე მიდიოდა სადღეგრძელოს სათქმელად.

3. მემარჯვენე პარტიებმა წარმატებას მიაღწიეს ბევრ ქვეყანაში: საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, უნგრეთი, იტალია, საბერძნეთი, ბელგია, ჰოლანდია, ბულგარეთი, რუმინეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვენია, ხორვატია… მიუხედავად ამისა, დიდი ნაწილი მეინსტრიმული ევროპის სახალხო პარტიის წევრი პარტიებია.

ახლა მნიშვნელობა აქვს როგორი უმრავლესობა ჩამოყალიბდება ევროპარლამენტში ევროკავშირის სტრუქტურების თანამდებობის პირების ასარჩევად. აქ კი “თხა და მგელიც კი ერთად ძოვს” და იდეოლოგიას ბევრისთვის სიმბოლური დატვირთვა აქვს. “აქ მონტეგი და კაპულეტი კოალიციას ქმნიან”, “გველფები კი გიბელინებს ეფერებიან”, “ვატიკანი კატარებს უთანხმდება”… მოკლედ ყველაფერი მოსულა.

ძალიან ბევრი ახალი ევროპარლამენტარი არამეინსტრიმული ძალებიდან იქნება ევროპის ახალ პარლამენტში და მათთან სამუშაოა, რათა ისინი საქართველოს შესახებ ევროატლანტიკური სიყალბის მანქანის მსხვერპლნი არ გახდნენ. აქ ხელისუფლებამ უნდა იყოჩაღოს და ორი მიმართულებით უნდა დაგეგმოს აქტივობა:

ა) ევროპარლამენტის დეპუტატების და მათი თანაშემწეების გაცნობითი ვიზიტების ორგანიზება საქართველოში;

ბ) ევროპის დედაქალაქებში საექსპერტო შეხვედრების სერია იმ ხალხთან, ვინც პოლიტიკოსებს გადაწყვეტილებებს უმზადებს და ჩვენი რეგიონის ანალიზი ევალება. ეს აქტივობა პოლიტიკოსების გარეშე უფრო ეფექტური იქნებოდა.

May be an image of ticket stub and text that says 'European Parliament 2024 -2029 Provisional results Renew Europe Renew Europe Group Greens/EFA Group of the Greens/European Free Alliance 79 52 EPP Group of the European People's 185 Party (Christian Democrats) S&D Group of the Progressive Alliance Socialists Democrat in the European Parliament 137 The Left The Left group the European Parliament- GUE/NGL ECR 73 European Conservatives and Reformists Group 36 58 720 Seats ID Identity and Democracy Group 46 54 N Non-attached Members Others Newly elected Members not allied anyo political groups set the outgoing Parliament'
Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,157 ნახვა