GD Banner
პოლიტიკა

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ საფრანგეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ გამოაცხადა.

მაკრონმა განაცხადა, რომ პარლამენტის დათხოვნისა და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები 30 ივნისსა და 7 ივლისს ჩატარდება.

ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის პარტია ლიდერობს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,157 ნახვა