ეგზიტპოლის შედეგები აჩვენებს, რომ ჯორჯია მელონის პარტიამ, „იტალიის ძმებმა“ (FdI) ევროპარლამენტის არჩევნებში ხმების 27-დან 31 პროცენტამდე მოიპოვა.
მემარცხენე-ცენტრისტულმა ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ (PD) ხმების 21,5-დან 25,5 პროცენტამდე მიიღო.
„ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ“ (M5S) ხმათა 10-14 პროცენტი აიღო, ხოლო Forza Italia მეოთხე ადგილზე გავიდა ხმების 8,5-10,5 პროცენტით. რაც შეეხება მწვანეებს\მემარცხენეებს, მათი შედეგი, ეგზიტპოლის თანახმად, 5-7 პროცენტია.
Facebook Comments Box