მექსიკაში, ცნობილი მუსიკოსის, კევინ მორენოს გამოსვლისას შექმნილმა აჟიოტაჟმა ტრაგედია გამოიწვია. ქალაქ სან-ლუი -პოტოსში, ღამის კლუბ Rich-ში შუშის აივანმა ვერ გაუძლო ხალხის რაოდენობას და ჩაინგრა.
ადამიანები 12 მეტრის სიმაღლიდან ჩაცვივდნენ. მათგან სამი ადგილზე გარდაიცვალა, სულ მცირე 17-მა კი ტრავმები მიიღო. 5 მათგანი რეანიმაციაში, მძიმე მდგომარეობაშია.
აივნის ჩანგრევა „ღონისძიებაზე ხალხის უკონტროლო ყოფნამ გამოიწვია“,- განაცხადა ქალაქის საბჭოს წარმომადგენელმა.
Facebook Comments Box