GD Banner
უცხოური მედია

მექსიკაში, ღამის კლუბის აივნის ჩანგრევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა- 17

მექსიკაში, ცნობილი მუსიკოსის, კევინ მორენოს გამოსვლისას შექმნილმა აჟიოტაჟმა ტრაგედია გამოიწვია. ქალაქ სან-ლუი -პოტოსში, ღამის კლუბ Rich-ში შუშის აივანმა ვერ გაუძლო ხალხის რაოდენობას და ჩაინგრა.

ადამიანები 12 მეტრის სიმაღლიდან ჩაცვივდნენ. მათგან სამი ადგილზე გარდაიცვალა, სულ მცირე 17-მა კი ტრავმები მიიღო. 5 მათგანი რეანიმაციაში, მძიმე მდგომარეობაშია. 

აივნის ჩანგრევა „ღონისძიებაზე ხალხის უკონტროლო ყოფნამ გამოიწვია“,- განაცხადა ქალაქის საბჭოს წარმომადგენელმა. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,807 ნახვა