GD Banner
უცხოური მედია

ავსტრიის თავდაცვის მინისტრი რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღით თავდასხმებზე – წითელი ხაზი გადაკვეთეს

ავსტრიის თავდაცვის მინისტრი, კლაუდია ტანერი მიიჩნევს, რომ ქვეყნებმა წითელი ხაზი გადაკვეთეს, როდესაც მათ უკრაინას დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმის უფლება მისცეს.

„წითელი ხაზი გადაკვეთეს, ამიტომ, ძალიან მოხარული ვარ ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განმარტებით, რომ ნატო არ გაგზავნის ჯარებს უკრაინაში“, – განაცხადა კლაუდია ტანერმა Die Presse-თან ინტერვიუში.

ჟურნალისტმა ავსტრიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს შეახსენა, რომ დასავლეთმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან უკრაინას უჭირს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან დაბომბვისგან თავის დაცვა და ჰკითხა, ფიქრობს თუ არა, რომ უკრაინას ამის უფლება აქვს.

„როგორც სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალურ სახელმწიფოს, ეს ჩვენი განსასჯელი არ არის“, – განაცხადა ავსტრიის თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და აშშ-მა, უკრაინას მათ მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმის უფლება მისცა. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ დასავლური იარაღი რუსეთიის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის უკვე გამოიყენა. კერძოდ, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქში სამიზნეებს HIMARS-დან დაარტყეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,805 ნახვა