GD Banner
პოლიტიკა

უკრაინიდან სასოფლო – სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვის გარდა, პოლონელი ფერმერები აპროტესტებენ ევროპის აგრარულ პოლიტიკას, რომელიც ფერმერებს რიგ გარემოსდაცვით და კლიმატურ მოთხოვნებს უყენებს

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა გაავრცელა გაფრთხილება პოლონელი ფერმერების მიერ „შეგინი-მედიკის“ სასაზღვრო საგუშაგოზე მიმოსვლის შესაძლო ბლოკირების შესახებ. სასაზღვრო დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლონელ ფერმერებს შეუძლიათ მოძრაობა დაბლოკონ „მედიკის“ გამშვები პუნქტის მიმართულებით, რომელიც უკრაინული „შეგინის“ მოპირდაპირედ მდებარეობს.

ბლოკირება, სავარაუდოდ, 9 ივნისს დილის 10:00 საათზე დაიწყება და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

4 ივნისის დილით პოლონელმა ფერმერებმა, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, კვლავ გადაკეტეს სატვირთო მანქანების მოძრაობა უკრაინის საზღვარზე, „რავა-რუსსკაია– გრებენნოეს“ საგუშაგოსთან. მოგვიანებით მოძრაობა განახლდა.

ცნობისთვის, 9 თებერვალს პოლონეთში დაიწყო ფერმერთა გაფიცვა, რომელიც პროფკავშირულმა მოძრაობა „სოლიდარობამ“ გამოაცხადა. უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვის გარდა, პოლონელი ფერმერები აპროტესტებენ ევროპის აგრარულ პოლიტიკას, რომელიც ფერმერებს რიგ გარემოსდაცვით და კლიმატურ მოთხოვნებს უყენებს. პოლონელი ფერმერების მოთხოვნაში შედის მეცხოველეობის მხარდაჭერა.

პოლონელი ფერმერების გარდა, ფერმერებმა მარტის დასაწყისში გერმანიაში, პოლონეთსა და ჩეხეთში თავიანთი ქვეყნების გადაკვეთაზე გამართეს დემონსტრაცია ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის და უკრაინიდან იაფი იმპორტის წინააღმდეგ. პოლონელი ფერმერები გამოვიდნენ მოწოდებით, რომ გადაისინჯოს ევროკავშირის სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკა. ფერმერები ასევე ითხოვდნენ შეწყდეს უკრაინული მარცვლეულის მსგავსი იმპორტის უკონტროლო შედინება ევროკავშირში, რადგან, მათი თქმით, ამგვარი იმპორტი გაანადგურებს ბაზრებს სამივე ქვეყანაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,198 ნახვა