GD Banner
პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი: საქართველომ მნიშვნელოვნად უკან დაიხია თავისუფალი გარემოს შექმნის თვალსაზრისით

x

საქართველომ მნიშვნელოვნად უკან დაიხია თავისუფალი გარემოს შექმნის თვალსაზრისით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა შეაფსა „ატლანტიკური საბჭოს“ ინდექსი, რომელმაც საქართველო, მმართველობის რეჟიმის მიხედვით, თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა.

„ბუნებრივია ეს რეიტინგები და თავისუფლების ინდექსები შეიცვლება და ჩვენ ვხედავთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების დამოკიდებულებას ივანიშვილის პარტიისა და ქვეყნის მიმართ მაშინ, როდესაც ხდება მოსამართლეების სანქცირება, პოლიტიკოსების სანქცირება. ეს არის ნათელი გზავნილი, რომ საქართველომ მნიშვნელოვნად უკან დაიხია თავისუფალი გარემოს შექმნის თვალსაზრისით და თუ ეს არ გამოსწორდა, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა გვექნება“, – აღნიშნა ბეჟაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,194 ნახვა