GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ველოდები, რომ ტრამპი შეძლებს, ამერიკა გახადოს უფრო დიადი და სამართლიანი – მისტერ ტრამპ, აბა თქვენ იცით, გამარჯვებები!

მგონია, რომ დროა უკვე ცვლილებები მოხდეს და ველოდები, რომ დიახ, ტრამპი შეძლებს, რომ ამერიკა გახადოს უფრო დიადი და სამართლიანი. მე პირადად მხარს ვუჭერ ბატონ ტრამპს, ასე რომ, მისტერ ტრამპ, აბა თქვენ იცით, გამარჯვებები, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის ორმაგი სტანდარტი და სავიზო შეზღუდვის დაწესება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ გასაგებია, თუმცა, ზარქუა აღნიშნავს იმასაც, როდესაც აშშ აცხადებს, რომ ის ქართველ ხალხს უდგას გვერდით, ამის დამადასტურებელი შესაბამისი ნაბიჯებიც უნდა გადაიდგას.

“ერთი კითხვა მაქვს: მთელი ქვეყანა რომ გყავთ სანქცირებული, ჩვენთან დაკავშირებით კარგი, გასაგებია თქვენი მიდგომა და საზოგადოებამაც გაიგო ეს ორმაგი სტანდარტი, მაგრამ ხალხს მაინც მოუხსენით სანქციები და უვიზო მიმოსვლა დაუწესეთ. ხომ ამბობთ, რომ ქართველ ხალხს უჭერთ მხარს? ქართულ ბიზნესს მიეცით თავისუფალი ვაჭრობა. გაუხსენით ქართულ ბიზნესს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობა. ჩინეთმა ეს გააკეთა ერთ კვირაში, უვიზო მიმოსვლა, მანამდე ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა. აი გააკეთეთ, გვანახეთ, რა შეგიძლიათ.” – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,196 ნახვა