GD Banner
პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა, მის ადგილს თინა ბოკუჩავა დაიკავებს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ მან პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო.

ამასთან, მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარის პოსტს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა დაიკავებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,160 ნახვა