დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენგენს კოპენჰაგენში თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრი მაგნუს ჰეინიკეზე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„დღეს, პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენგენზე თავდასხმა განხორციელდა. მას კოპენჰაგენის ქუჩაში მამაკაცმა სცემა. ცხადია, მეტე შოკირებულია მომხდარით. უნდა ითქვას, რომ მომხდარმა ყველა გაგვაოგნა. მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ლამაზ, უსაფრთხო და თავისუფალ ქვეყანაში“, – წერს მაგნუს ჰეინიკეზე X-ზე.
მისივე ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია.
Facebook Comments Box