GD Banner
პოლიტიკა

„ერთი პარლამენტარი თუ მოხვდა სიაში, დანარჩენი 83 რატომ არაა“ – გიორგი კახიანი სანქციებზე

უბრალოდ, ჩემთვის გაუგებარია, მაშინ, როდესაც გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო რეალურად მოხდა პარლამენტის წევრების დასანქცირება, ნუ, ყოველ შემთხვევაში ასე ითქვა, რომ სიაში არიან პარლამენტის წევრებიც, უბრალოდ გაუგებარია, 1 პარლამენტის წარმომადგენელი თუ მოხვდა ამ სიაში, მაშინ რატომ არ უნდა ყოფილიყო დარჩენილი ვთქვათ 83, იმიტომ რომ ყველა ერთნაირად უჭერდა ამ კანონის მიღებას მხარს და მითუმეტეს, საზოგადოების უდიდესი ნაწილი უჭერს ამ კანონის მიღებას მხარს და ეს არის კანონი, რომელიც მხოლოდ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ამ ვითარებაში, ბუნებრივია, ასეთი კითხვები ჩნდება.
 
თქვა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართული ოცნების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,157 ნახვა