GD Banner
პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: საქართველოს არა მხოლოდ რეგიონში, ზოგადად, მსოფლიოში აქვს უპრეცედენტო ნახტომისებური პროგრესი თავისუფლების ინდექსის მიმართებით

x

საქართველოს არა მხოლოდ რეგიონში, ზოგადად, მსოფლიოში აქვს უპრეცედენტო ნახტომისებური პროგრესი თავისუფლების ინდექსის მიმართებით, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ „ქრონიკას“ განუცხადა.

„საქართველოს არა მხოლოდ რეგიონში, ზოგადად, მსოფლიოში აქვს უპრეცედენტო ნახტომისებური პროგრესი თავისუფლების ინდექსის მიმართებით და ყველა იმ მიმართულებით, რა მიმართებაშიც ჩვენთან ახლა არის უსამართლო, ჩვენ ვფიქრობთ, მიდგომა გამოყენებული. ვართ, ასე ვთქვათ, დადანაშაულებულები იმაში, რომ ჩვენ უკან დავახევინეთ ქართულ დემოკრატიას.

არც ძირი გამოგვითხრია, არც ქვეყანა დაგვიხევია უკან და თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ტრანსპარენტულობისა და გამჭვირვალობის პროცესის მხარდაჭერა, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე არის დემოკრატიისათვის ძირის გამოთხრა, ეს მიმინდვია, ზოგადად, გონიერი მსოფლიო საზოგადოებისთვის“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

„ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა. 2012 წლის შემდეგ თავისუფლების ხანგრძლივი სარეიტინგო პროგრესით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,157 ნახვა