სანქციებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში, მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან.
სანქციებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„კანონისთვის ხმის მიცემის გამო პარლამენტარის დასანქცირება არ გამოვიდოდა და: დემოკრატიის უგულებელყოფა; შეკრების თავისუფლების დარღვევა; სამოქალაქო სექტორზე თავდასხმა; დეზინფორმაცია და რიტორიკა. ეს საფუძვლები მოიშველია მეთიუ მილერმა. რომ ვუსმენდი, მეგონა 2003-2012 წლებზე საუბრობდა… ყველაფერი კიდევ უფრო გასაგები გახდა“, – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.
Facebook Comments Box