GD Banner
პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა აშშ-ს მიერ სავიზო შეზღუდვაზე: იმდენად არასერიოზული და კომიკურია სტრატეგიული პარტნიორისგან სანქციების დაწესება, რომ ეს აუცილებლად შევა ამერიკის ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელი

x

“გამჭვირვალეობის კანონი” რომ არაფერ შუაშია სანქციებთან, ამას პატარა ბავშვიც მიხვდება. გვსჯიან სიამაყისთვის, ქვეყნის სიყვარულისა და პატრიოტიზმისთვის, მონურ მორჩილებაზე უარის თქმისთვის და ნამდვილი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისთვის, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა აშშ-ს მიერ ქართველებისთვის სავიზო რეჟიმის შეზღუდვის შესახებ.

ფოჩხუას თქმით, იმდენად არასერიოზული და კომიკურია სტრატეგიული პარტნიორისგან სანქციების დაწესება, რომ ეს აუცილებლად შევა ამერიკის ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელი.

“”გამჭვირვალეობის კანონი” რომ არაფერ შუაშია სანქციებთან, ამას პატარა ბავშვიც მიხვდება. გვსჯიან სიამაყისთვის, ქვეყნის სიყვარულისა და პატრიოტიზმისთვის, მონურ მორჩილებაზე უარის თქმისთვის და ნამდვილი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისთვის, მაგრამ მინდა გითხრათ იმდენად არასერიოზული და კომიკურია სტრატეგიული პარტნიორისგან სანქციების დაწესება და უკვე შემდეგ ამოქმედება, რომ ეს აუცილებლად შევა ამერიკის ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელი. იმის მაგივრად, ისედაც დაძაბულ ვითარებაზე ეზრუნა ამერიკის მხარესაც, დღეს ამ სანქციებით, კიდევ უფრო გააუარესა ამდენწლიანი ქართულ-ამერიკული ურთიერთობა. იმედს ვიტოვებ, ეს ასე არ გაგრძელდება, საქართველო ისევ ისე გააგრძელებს ბრძოლას სუვერენიტეტისთვის და ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვა-გაჯანსაღებისთვის, ამისთვის კი აუცილებელია ამერიკისგანაც შემხვედრი ნაბიჯი”, – წერს ნინო ფოჩხუა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,196 ნახვა