უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება ტერიტორიულ დათმობებს არ დათანხმდება.
„შეუძლია თუ არა პუტინს ომის მოგება? არა, იმიტომ რომ წაგების უფლება არ გვაქვს. შეიძლება ეს ომი დასრულდეს იმ ხაზებით, რაც ახლა არსებობს? არა, რადგან ბოროტებას არ აქვს საზღვრები, ისევე როგორც 80 წლის წინ. და თუ ვინმე შეეცდება დროებითი ხაზების დახატვას, ეს მხოლოდ პაუზას მოგვცემს ახალი ომის წინ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ეროვნულ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას.
Facebook Comments Box