GD Banner
საზოგადოება

„ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა

„ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა.

2012 წლის შემდეგ თავისუფლების ხანგძლივი სარეიტინგო პროგრესით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა.

„ატლანტიკური საბჭო“ 2024 წლის თავისუფლების და კეთილდღეობის ახალი ინდექსების პრეზენტაციისთვის ემზადება და საჯარო განხილვას 2024 წლის 25 ივნისისთვის აანონსებს. იქამდე კი ორგანიზაციას გამოქვეყნებული აქვს თავისუფლების და კეთილდღეობის 2024 წლის ატლასი, რომელიც 2023 წლის თავისუფლების ინდექსის დეტალიზებულ ანალიზს მოიცავს.
თავისუფლების ინდექსის რეიტინგი მსოფლიოს 164 ქვეყანას და ტერიტორიას ყოფს 4 კატეგორიად: თავისუფალი; უმეტესწილად თავისუფალი; უმეტესწილად არათავისუფალი და ბოლოს, არათავისუფალი ქვეყნები.

საქართველო რეიტინგში მსოფლიოს საუკეთესო იმ 45 ქვეყანას შორის დასახელდა, რომელსაც უმაღლესი კატეგორიის, ანუ თავისუფალის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ორგანიზატორთა შეფასებით, ინდექსი სრულყოფილად და ყოვლისმომცველად აერთიანებს თავისუფლების საზომებს.
„ჩვენ სრულყოფილად განვსაზღვრავთ თავისუფლებას. (სხვა)არსებული ინდექსები ცალ-ცალკე ზომავს ეკონომიკურ თავისუფლებას, პოლიტიკურ თავისუფლებას და სამართლებრივ თავისუფლებებს, მაგრამ არცერთი სხვა ინდექსი არ აერთიანებს ამ ზომებს თავისუფლების ყოვლისმომცველი საზომის შესათავაზებლად. ჩვენ გვჯერა, რომ მეცნიერებითა და ისტორიული მტკიცებულებებით მხარდაჭერილი, სამივე ტიპის თავისუფლების მქონე ქვეყნები, რომლებიც ერთად მუშაობენ ურთიერთგაძლიერების გზით, ყველაზე უკეთ შეუძლიათ უზრუნველყონ გრძელვადიანი განვითარება.“ ( https://freedom-and-prosperity-indexes.atlanticcouncil.org/#about )

ორგანიზაცია ქვეყნებში თავისუფლების მდგომარეობას აფასებს ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა: სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო თავისუფლებები, პოლიტიკური უფლებები, კანონის სიცხადე, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, ჯანსაღი ბიუროკრატია და კორუფციისგან თავისუფლება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, საკუთრების უფლება და ა.შ. ( https://freedom-and-prosperity-indexes.atlanticcouncil.org/#about ).

თვისუფლების რეიტინგში საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთადერთია, რომელსაც უმაღლესი კატეგორია, ანუ თავისუფალის სტატუსი აქვს მინიჭებული. საქართველო რეიტინგში უსწრებს პოლონეთს, უნგრეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს, ალბანეთს, თურქეთს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყნას. საქართველო პოსტაბჭოთა ქვეყნებს შორის ბალტიისპირეთის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.

2012 წლის შემდეგ ბოლო ათწლედში თავისუფლების სარეიტინგო პოზიციის ხანგძლივი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში მეექვსე, ევრაზიის კონტინენტზე მეორე , ევროპაში კი პირველ ადგილზეა. ამ პერიოდში სარეიტინგო პოზიცია ქვეყანამ 23 საფეხურით, 68-ე ადგილიდან 45-ე ადგილამდე გაიუმჯობესა. ( https://freedom-and-prosperity-indexes.atlanticcouncil.org/#about )

ანგარიში ყურადღებას ამახვილებს სანდო მმართველობისა და ხელისუფლებისადმი ნდობის აღდგენის საკითხზე. გამოცემის მტკიცებით, პროგრესის ნახტომისებური აღმავლობით ორი სახელმწიფო გამოირჩევა _ საქართველო და ხორვატია.

დოკუმენტში ვკითხულობთ: „პროგრესი მიდრეკილია თანდათანობითი ან ციკლური იყოს იშვიათად კი დისკრეტული ნახტომებით. რამდენადაც ასეთი აღმავალი ნახტომები ჩანს მონაცემებში, ისინი გვხვდება ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში, როგორიცაა ხორვატია და საქართველო.“ (გვ 27) ( https://www.atlanticcouncil.org/wp-content/uploads/2024/02/2024-Atlas-Freedom-and-prosperity-around-the-world.pdf )

თავისუფლების ინდექსს „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრი აწარმოებს და ძირითადად ეფუძნება მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების, ამერიკული ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუნდეიშენის და ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ დეტალურ საერთაშორისო კვლევებს, მეცნიერულ ექსპერტიზას და აგრეგირებულ ინდექსებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,288 ნახვა