GD Banner
პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ოპოზიციის გეგმებზე: გადატრიალება მათი ერთადერთი გამოსავალია, იმისათვის, რომ შეცვალონ ხელისუფლება

რადიკალური ოპოზიციის გეგმებზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ გეგმას ადასტურებს ის, რომ ბოლო წლებში შეინიშნება ქვეყანაში გადატრიალების და საქართველოს უკრაინიზაციის მცდელობები.

„ოპოზიციის ქმედებები მხოლოდ და მხოლოდ არის მათი მხრიდან იმ ფაქტის კონსტატაცია, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ – მთელი ამ წლების განმავლობაში (2020 წლიდან მოყოლებული), ისინი ცდილობენ საქართველოში გადატრიალების მოწყობას. ბოლო პერიოდში ეს იყო მაიდანიზაცია და საქართველოს უკრაინიზაცია. ეს არის მათი ერთადერთი გამოსავალი, იმისათვის, რომ შეცვალონ ხელისუფლება. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,037 ნახვა