აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი დაიწყო. ჯო ბაიდენმა მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა.
„როგორც პრეზიდენტი, არ ვაკეთებ და არ გავაკეთებ კომენტარს განხილვაში არსებულ ფედერალურ საქმეებზე, მაგრამ როგორც მამას უსაზღვროდ მიყვარს ჩემი შვილი, ნდობა და პატივისცემა მაქვს მისი ძალის მიმართ“.
ჰანტერ ბაიდენი, ოჯახის წევრებთან ერთად, სასამართლო დარბაზში გამოცხადდა. პროცესი კი 9 ივნისს უნდა დაიწყოს. ჰანტერ ბაიდენს 2018 წელს, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის დროს, ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენისას ნარკოდამოკიდებულების შესახებ ინფორმაციის დამალვაში ედება ბრალი.
მას, შესაძლოა, 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეეფარდოს. მედიის ცნობით, სასამართლო განხილვების დროს მოწმის სახით ჩვენებას მისცემენ მისი ყოფილი მეუღლე კეტლინ ბულე და გარდაცვლილი ძმის, ბო ბაიდენის მეუღლე ჰოლი ბაიდენი, რომელმაც საქმეში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი დელავერის შტატში ერთ-ერთ ნაგვის ურნაში გადააგდო.