პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელების თაობაზე აკრძალვა თეატრებსა და მხატვრულ ლიტერატურას არ ეხება.
„რაც შეეხება ნაწარმოებებზე გავრცელებას, ეს ეხება მაუწყებლებს, ტელევიზიებს, ეს რეგულაციები ვრცელდება მაუწყებლებთან დაკავშირებით, რომ ეთერში არ გავიდეს ინტიმური სცენები. რაც შეეხება მხატვრულ, თუ ხელოვნების სხვა მიმართულებებს, მაგალითად კინოთეატრებში ფილმების გაშვებას, იქ ასაკობრივი შეზღუდვა იქნება, 18 წლამდე ასაკის პირების არდაშვება ისეთ ფილმებზე, სადაც არის ასეთი ინტიმური სცენები. ინიცირებულ პროექტში რაიმე რეგულაცია არ ვრცელდება თეატრებზე, მხატვრულ ლიტერატურაზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
Facebook Comments Box