GD Banner
პოლიტიკა

უილიამ კორტნი – საქართველო ახლა გზაჯვარედინზეა, როგორც უკრაინა – 2014 წელს, ეს არის ოქტომბრის აჩევნები. თუ გაყალბდება, შეიძლება მოხდეს ფერადი რევოლუცია

ახლა საქართველო არის კიდევ ერთ გზაჯვარედინზე, როგორც უკრაინა იყო 2014 წელს. ეს ოქტომბრის აჩევნებია. თუ ეს არჩევნები გაყალბდება, მაშინ, როგორც უკრაინაში, შეიძლება მოხდეს კიდევ ერთი ფერადი რევოლუცია საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, უილიამ კორტნმა კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით გამართული განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთს შეუძლია, დაეხმაროს საქართველოს დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარებაში, თუმცა მთავარი მოთამაშე არის არა დასავლეთი, არამედ თავად ქვეყნის მოსახლეობა.

„უკრაინასა და საქართველოს თუ შევადარებთ, დიდი ხნის განმავლობაში მათ პარალელური გზა ჰქონდათ ევროკავშირისკენ, პროდასავლური მომავლისკენ. მათი პრობლემა იყო გაყალბებული არჩევნები ან ლიდერები, რომელთაც სურდათ დროის უკან დაბრუნება. ასე მოხდა სახალხო რევოლუციები. ჯერ იყო ვარდების რევოლუცია საქართველოში, შემდეგ დაახლოებით ერთი წლის მერე ნარინჯისფერი რევოლუცია უკრაინაში, შემდეგ, 2014 წელს მეორე რევოლუცია უკრაინაში, მაიდანი. რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ უკრაინაში, არის ძლიერი დემოკრატია. უკრაინამ ისარგებლა ორივე ამ სახალხო რევოლუციით და რა მოხდა საქართველოში? საქართველოს ჰქონდა ერთი, მაგრამ საქართველოს აქვს განსხვავებული ტრადიციები, ნაკლებად დასავლური ტრადიციები, ვიდრე უკრაინას ჰქონდა და ამიტომ ავტორიტარულად მოაზროვნე ადამიანებს გაუადვილდათ საქართველოს გზიდან გადაყვანა. კრიმინალი და კორუფცია ზოგ შემთხვევაში უფრო დიდი პრობლემა იყო საქართველოში. ახლა საქართველო არის კიდევ ერთ გზაჯვარედინზე, როგორც უკრაინა იყო 2014 წელს. ეს ოქტომბერში აჩევნებია. თუ ეს არჩევნები გაყალბდება, მაშინ, როგორც უკრაინაში, შეიძლება მოხდეს კიდევ ერთი ფერადი რევოლუცია საქართველოში. ამიტომ ჩვენ აუცილებლად თვალი უნდა ვადევნოთ ამ არჩევნებს. დასავლეთს შეუძლია, დაეხმაროს დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარებაში, დამკვირვებლების დაფინანსებაში, მაგრამ აუცილებელია იმის გაგება, რომ დასავლეთი არ არის მთავარი მოთამაშე. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს არის ის, რასაც თავად ქვეყნის მოსახლეობა აკეთებს. უკრაინელები დემოკრატიას თავად აშენებენ, დასავლეთის მხარდაჭერით, ისევე როგორც ქართველები აშენებენ თავიანთ მომავალს“, – განაცხადა უილიამ კორტნმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,904,133 ნახვა