აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით განხილვა გაიმართა. კონგრესში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მსჯელობდნენ.
როგორც კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა, მიიღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის წერილი, რომელსაც დღევანდელი განხილვის ოქმს დაურთავენ. განხილვას ესწრება თავად შალვა ნათელაშვილიც.
კონგრესში ე.წ. მოწმეების სახით მიწვეული არიან „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი, რომლებიც შეკითხვებს პასუხობენ.
აშშ-ის კონგრესში განხილვას ესწრება „ღია საზოგადოების ფონდის“ ხელმძღვანელი ქეთი ხუციშვილიც.
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ასევე არის ავტორი საქართველოსთან დაკავშირებით შემუშავებული კანონპროექტისა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილი MEGOBARI აქტის შესახებ ჰელსინკის კომისიამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია.