GD Banner
Uncategorized

დიმიტრი ხუნდაძე: ნატოს წესდებაში, მეხუთე მუხლში გარკვევით წერია, რომ ალიანსის ერთ წევრზე სამხედრო თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა ყველა წევრზე, მაგრამ არანაირი სამხედრო მოქმედების ვალდებულებას არ აკისრებს წევრ ქვეყნებს – ეს ჩანაწერი ქართულ თარგმანში არის ამოღებული

დღეს ჩვენმა პარტიამ გაავრცელა განცხადება, სადაც საზოგადოებას კიდევ ერთი მწარე სიმართლე ვუთხარით. უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის მცირე განმარტება მინდა გავაკეთო, – წერს “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ალიანსის წესდების მე-5 მუხლის ქართულ თარგმანში, ამოღებულია ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ნატოს წევრ ერთ ქვეყანაზე თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა ყველა წევრზე, მაგრამ არანაირი სამხედრო მოქმედების ვალდებულებას არ აკისრებს ნატოს წევრ დანარჩენ სახელმწიფოებს.

“დღეს ჩვენმა პარტიამ გაავრცელა განცხადება, სადაც საზოგადოებას კიდევ ერთი მწარე სიმართლე ვუთხარით. უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის მცირე განმარტება მინდა გავაკეთო. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდებაში, მეხუთე მუხლში გარკვევით წერია, რომ ალიანსის ერთ წევრზე სამხედრო თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა ყველა წევრზე, მაგრამ არანაირი სამხედრო მოქმედების ვალდებულებას არ აკისრებს ალიანსის წევრ ქვეყნებს. ყველა ქვეყანა ინდივიდუალურად წყვეტს, როგორი იქნება პასუხი, ან იქნება თუ არა საერთოდ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მეხუთე მუხლის ეს ჩანაწერი ქართულ თარგმანში არის ამოღებული, ხოლო რა მიზნით, ეს უკვე ჩვენ წერილში მკაფიოდ არის განმარტებული.” – წერს ხუნდაძე.

ცნობისთვის, “ხალხის ძალამ” გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარია ნატოს წესდების მე-5 მუხლის ქართული თარგმანის ორიგინალისგან განსხვავებაზე, რის მიზეზადაც დასახელებულია “გლობალური ომის პარტიის” მიერ ევროკავშირისა და ნატოს საკითხის ხალხზე ზემოქმედების ინსტრუმენტად გამოყენება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,280 ნახვა