GD Banner
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი – კონგრესმენმა, მისდა სამარცხვინოდ, არ იცოდა, რომ სააკაშვილი არ კვდება და ყოველ დღე განცხადებებს აკეთებს, პირდაპირი მტრობაა, როცა ქართველ ხალხს ასეთ შეურაცხყოფას აყენებ

ქართველმა მოღალატემ კონგრესმენს, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, უთხრა, რომ სააკაშვილი ციხეში არ არის და საავადმყოფოშია, კონგრესმენმა ესეც არ იცოდა. სააკაშვილი არ კვდება და ყოველ დღე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი რომ არ კვდება და პოლიტპატიმარი არ არის, სტრასბურგის სასამართლომ თქვა.

„ქართველმა მოღალატემ კონგრესმენს, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, იქვე უთხრა, რომ სააკაშვილი ციხეში არ არის და საავადმყოფოშია. კონგრესმენმა, მისდა სამარცხვინოდ, ესეც არ იცოდა. სააკაშვილი არ კვდება და ყოველ დღე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი მტრობაა, როცა ქართველ ხალხს ასეთ შეურაცხყოფას აყენებ. სააკაშვილი რომ არ კვდება და პოლიტპატიმარი არ არის, ეს სტრასბურგის სასამართლომ თქვა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

აშშ-ს კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა, რომელზეც ე.წ. მოწმის სახით იყო მიწვეული იყო ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი, ნატალია საბანაძე.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სააკაშვილის პარტიის მხარდაჭერა 10-დან 15 პროცენტამდე მერყეობს.

„მიხეილ სააკაშვილის პარტიის მხარდაჭერა 10-დან 15 პროცენტამდეა და მისი მხარდაჭერაც ამით შეიძლება, შევაფასოთ. იგი ციხეში არა და, საავადმყოფოში იმყოფება. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ნატალია საბანაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,198 ნახვა