GD Banner
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – ქვეყანაში გვყავს კასტა, ოპოზიციის და ენჯეოების სიმბიოზი, რომლებმაც უცხო ქვეყნის პოლიტიკოსზე ააწყვეს თავისი დღის წესრიგი და ბოლოს უცხო ქვეყნის დედაქალაქში ჩავიდნენ და საკუთარი სამშობლო დაასმინეს

ფაქტობრივად ქვეყანაში გვყავს კასტა, ოპოზიციის და ენჯეოების სიმბიოზი, რომელიც ჩვეულებრივი ორჯონიკიძეები არიან, კავშირი არ აქვთ ქართველ ხალხთან. თავიდან უცხო დროშაზე ადგნენ ფეხზე, შემდეგ უცხო ქვეყნის ჰიმნი იმღერეს, შემდეგ უცხო ქვეყნის პოლიტიკოსზე ააწყვეს თავისი დღის წესრიგი და ბოლოს უცხო ქვეყნის დედაქალაქში ჩავიდნენ და საკუთარი სამშობლო დაასმინეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, საქართველოს კურსს ადგენს და აფასებს ქართველი ხალხი და არა რომელიმე უცხო ქვეყნის მოქალაქე თუ ხელისუფლების წარმომადგენელი.

„ეს ჰგონიათ ჩხიკვაძეებს და საბანაძეებს. ასეთ ორჯონიკიძეებს ჰგონიათ, რომ სხვა ქვეყანამ უნდა შეგვიფასოს ჩვენ მოსაწონი კურსი გვაქვს, თუ არა მოსაწონი. საქართველოს კურსს ადგენს და აფასებს ქართველი ხალხი და არა რომელიმე უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუ ხელისუფლების წარმომადგენელი. მესმის, რომ თქვენთვის განმსაზღვრელი არის სხვისი სურვილები, მაგრამ ჩვენთვის განმსაზღვრელია ქართველი ხალხის სურვილები. ქართველი ხალხის სურვილი არის ქვეყნის ინსტიტუციური განვითარება, დემოკრატია, ქვეყნის განვითარება. კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად ქვეყანაში გვყავს კასტა, ოპოზიციის და ენჯეოების სიმბიოზი, რომელიც ჩვეულებრივი ორჯონიკიძეები არიან, კავშირი არ აქვთ ქართველ ხალხთან. თავიდან უცხო დროშაზე ადგნენ ფეხზე, შემდეგ უცხო ქვეყნის ჰიმნი იმღერეს, შემდეგ უცხო ქვეყნის პოლიტიკოსზე ააწყვეს თავისი დღის წესრიგი და ბოლოს უცხო ქვეყნის დედაქალაქში ჩავიდნენ და საკუთარი სამშობლო დაასმინეს. აი ეს არის ის ღალატის ისტორია, რომელიც პირდაპირ ეთერში გვაჩვენეს. 26 ოქტომბერს არჩევანი ხალხს აქვს ძალიან ცხადი და სალომე ზურაბიშვილმა ეს კიდევ უფრო ცხადი გახადა, როდესაც ამ ორჯონიკიძეების სია შეადგინა ომის ქარტიის სახით.

ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ ცხადად აჩვენა, რომ არჩევანი სინამდვილეში არის ან ქართული ინტერესი, ან უცხო ქვეყნის ინტერესი. სხვა არჩევანი 26 ოქტომბერს არ იქნება. ამიტომ, ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს, ჩვენ გვინდა ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა, თუ ჩვენ გვინდა გვყავდეს მარიონეტული რეჟიმი“, – განაცხადა მან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,167 ნახვა