GD Banner
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი – თუ ელჩებს არ ენდობი და მაინცდამაინც პირველი წყაროდან გინდა მიიღო „უტყუარი“ ინფორმაცია, კონგრესში ხალხის სახელით ამბის მთხრობელად ლეგიტიმაციის მქონე ადამიანის მიწვევა უფრო ლოგიკური იქნებოდა

მაინც მადლობას ვეტყოდი ჰელსინკის კომისიას ლუსტრაციის ასეთი ღია გაკვეთილისთვის, ღია ეთერში კონგრესიდან ითხოვენ, უცხო ქვეყანამ საქართველოში გავლენა მოახდინოს დემოკრატიულ პროცესზე, არჩევნების შედეგებზე, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ბოჭორიშვილის თქმით, ლოგიკური იქნებოდა, მოქმედი ელჩებისთვის ეკითხათ, რა ხდება მეგობარ ქვეყანაში ან კონგრესში „ხალხის სახელით ამბის მთხრობელად“ ლეგიტიმაციის მქონე ადამიანები მიეწვიათ.

„მაინც მადლობას ვეტყოდი ჰელსინკის კომისიას, ლუსტრაციის ასეთი ღია გაკვეთილისთვის. თუ ამ სანახაობის მიზანი იმის ჩვენება იყო, რომ ამერიკას აინტერესებს საქართველო და კონგრესს (ყოველ შემთხვევაში, სამ კონგრესმენს) სურს გაიგოს, რატომ იყო უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში საქართველო ყურადღების ცენტრში, ალბათ ლოგიკური იქნებოდა, მოქმედი ელჩებისთვის ეკითხათ, რა ხდება მეგობარ ქვეყანაში… თუ არც მეგობარი და არც საკუთარი ქვეყნის ელჩებს ენდობი და მაინცდამაინც პირველი წყაროდან გინდა მიიღო „უტყუარი“ ინფორმაცია, დემოკრატიული ქვეყნის კონგრესში ხალხის სახელით ამბის მთხრობელად ლეგიტიმაციის მქონე ადამიანის მიწვევა უფრო ლოგიკური იქნებოდა. უმრავლესობის წარმომადგენელს თუ არ გინდა მოუსმინო, ნუთუ საპარლამენტო ოპოზიციის ფართო სპექტრიდან ერთი ადამიანი მაინც ვერ მოიძებნა ისეთი, რომელიც არჩევნებზე სამმა ამომრჩეველმა მაინც შემოხაზა და ამ როლსაც დიდი სიამოვნებით შეასრულებდა.

კონგრესში დაკითხული ქართველების შემხედვარე იმასაც ვფიქრობ, ასეთ მდგომარეობაში თავი რის ფასად უნდა ჩაიგდო – იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლის პასპორტიც გიდევს ჯიბეში, პირდაპირ ეთერში აყურებინო, მათ როგორ ღალატობ. საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ ფასეულობებისგან აცდენას რომ აბრალებ და ამავდროულად, შვილების დასჯას ითხოვ მშრობლების „დანაშაულის“გამო, უკვე რთული დასადგენია ასეთი ხალხის „ფასეულობა“ ბოლშევიკურია, თუ უფრო ფაშისტური. სამართლიანი არჩევნების სანაცვლოდ, უცხო ქვეყანას (თუნდაც მეგობარს) ემუდარებიან, დასაჯოს „ქართული ოცნება“ იმისთვის, რომ არჩევნებში საშინლად დამარცხებას გადაურჩნენ და როგორმე ხელისუფლებაში აღმოჩდნენ. ასე პირდაპირ, ღია ეთერში კონგრესიდან ითხოვენ, უცხო ქვეყანამ საქართველოში გავლენა მოახდინოს დემოკრატიულ პროცესზე, არჩევნების შედეგებზე. მეტი რაღა უნდა გააკეთონ, რომ ყველას აჩვენონ, როგორ აშინებთ ქართველი ხალხის არჩევანი“, – წერს მაკა ბოჭორიშვილი.

აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით განხილვა გაიმართა, სადაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იმსჯელეს.

განხილვაზე ე.წ. მოწმეების სახით მიწვეული იყვნენ „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი, რომლებმაც შეკითხვებს უპასუხეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,378 ნახვა