GD Banner
საზოგადოება

თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დღეს 10:00 საათზე დაიწყება

თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დღეს 10:00 საათზე დაიწყება და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. პროცესი ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე წარიმართება. წელს თბილისში საზაფხულო ბაღების რაოდენობა 45-დან 50-მდე გაიზრდება და 18 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. ბაღებში ჩაირიცხებიან თბილისის ბაღებში რეგისტრირებული ორიდან ექვს წლამდე ასაკის აღსაზრდელები, მათ შორის ისინი, ვინც სექტემბერში სკოლებში მიდიან. საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი თბილისის საბავშვო […]

თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დღეს 10:00 საათზე დაიწყება და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. პროცესი ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე წარიმართება.

წელს თბილისში საზაფხულო ბაღების რაოდენობა 45-დან 50-მდე გაიზრდება და 18 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. ბაღებში ჩაირიცხებიან თბილისის ბაღებში რეგისტრირებული ორიდან ექვს წლამდე ასაკის აღსაზრდელები, მათ შორის ისინი, ვინც სექტემბერში სკოლებში მიდიან.

საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,884,655 ნახვა