GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

ზაალ ანჯაფარიძე ნატალი საბანაძის კონგრესში გამოსვლაზე: მდაბიო პოლიტიკური სტრიპტიზის მაგალითი აჩვენა, რომ „იქ“ თავი მოაწონოს. აქ ვის უნდა მოაწონოს თავი? სავარაუდოდ მის ბოსს, გახარიას

ამ არსებასთან მიმართებაში, რომელიც ხელისუფლების საკადრო შეცდომაა ნამდვილად, ყველაფერი ნათელია. მდაბიო პოლიტიკური სტრიპტიზის მაგალითი აჩვენა, რომ „იქ“ თავი მოაწონოს, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენაზე ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩის, ნატალი საბანაძის სიტყვით გამოსვლას.

ექსპერტი აცხადებს, რომ გახარიამ და მისმა პარტიამ ახლა საჯაროდ უნდა თქვან, იზიარებენ თუ არა საბანაძის მოხსენების შინაარსს.

„ამ არსებასთან მიმართებაში, რომელიც ხელისუფლების საკადრო შეცდომაა ნამდვილად, ყველაფერი ნათელია. მდაბიო პოლიტიკური სტრიპტიზის მაგალითი აჩვენა, რომ „იქ“ თავი მოაწონოს.

აქ ვის უნდა მოაწონოს თავი? სავარაუდოდ მის პარტიას და მის ბოსს გიორგი გახარიას, რომლის მრჩეველიც გახლავს.
ახლა გამოვიდეს გახარია და მისი პარტია და საჯაროდ განაცხადონ იზიარებენ თუ არა ამ სისაძაგლეს და არის თუ არა საბანაძის პოზიცია თავად გახარიას და მისი პარტიის პოზიცია.

თუ ამას არ გააკეთებენ უახლოეს საათებში, მაშინ მათი დუმილი უბრალოდ თანხმობის ნიშანი იქნება. სხვა ვარიანტი არ არსებობს“, – წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,884,643 ნახვა