GD Banner
პოლიტიკა

კობახიძეს მიაჩნია, რომ გერმანიის ელჩი ცდილობს გერმანიისა და საქართველოს მეგობრობაში ხინჯის შეტანას

პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე აკრიტიკებს საქართველოში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს და ამბობს, რომ ის ცდილობს ორ ქვეყანას შორის ტრადიციულ მეგობრობაში ხინჯი შეიტანოს. მისი თქმით, როცა ელჩი არასწორად, არასერიოზულად იქცევა, მისი გაკრიტიკება მთავრობის ვალდებულებაა.

“გერმანია არის ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა, მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფო და ვერც ერთი ელჩი ვერ მოახერხებს ამ ტრადიციულ მეგობრობაში და პარტნიორობაში რაიმე ხინჯის შეტანას, რასაც ცდილობს მოქმედი ელჩი, ამას საბოლოო ჯამში ის ვერ მოახერხებს. ჩვენ ვართ განსაკუთრებულად მადლიერი გერმანიის სახელმწიფოსი, როდესაც საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, გერმანულმა მხარდაჭერამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში და რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მადლობა შეიძლება გადავუხადოთ გერმანულ სახელმწიფოს ამისთვის. გერმანია არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ მეგობრობას და პარტნიორობას ვერავინ მიაყენებს ჩრდილს, მათ შორის ვერც ერთი ელჩი”, – თქვა კობახიძემ.

კობახიძემ თქვა, რომ გერმანიის ელჩმა შექმნა საფუძველი გავრცელებულიყო დეზინფორმაცია, რადგან მან ისე გაავრცელა კანცლერის განცხადება, “რომ შექმნა აღქმა საქართველოზე საუბრის თაობაზე”.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,194 ნახვა