GD Banner
პოლიტიკა

გია ვოლსკი – მთავარია, ვინ დაუსვა კითხვა მეთიუ მილერს, ადამიანმა, რომელიც ხელფასს იღებს „ნაცმოძრაობის“ ფორმატიდან პროვოკაციული კითხვების დასასმელად

მთავარია, ვინ დაუსვა კითხვა მეთიუ მილერს, ადამიანმა, რომელიც ხელფასს იღებს „ნაცმოძრაობის“ ფორმატიდან პროვოკაციული კითხვების დასასმელად, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის სანქციები შეუსაბამო და უსამართლო იქნება საქართველოსთან მიმართებაში.

„ეს ადამიანი მაგალითია იმისა, რომ ისეთი კანონი იყოს მიღებული, რომელიც ინფორმაციას გვაძლევს თუ ვინ დასვა კითხვა. იგი მოწყვეტილია საქართველოს რეალობას და განცხადებებს აკეთებს იმისთვის, რათა ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინოს. მთავარი გამაღიზიანებელია ის უტიფრობა, რომელსაც ამ შესაძლო გადაწყვეტილებისადმი პოლიტიკური ჯგუფები იჩენენ. სანქციები იქნება შეუსაბამო, არასწორი და უსამართლო საქართველოსთან მიმართებაში. ვერ გაგახარებთ, არც ამერიკის ვიზა მაქვს და არც შეტყობინება მომსვლია. ხელისუფლება არანაირ სანქციას არ იმსახურებს. ვინც ჟივილ-ხივილშია და ყელგამოღადრულები ითხოვენ სანქციებს, სწორედ ეს ადამიანები აკეთებდნენ 2012 წლამდე იმას, რისი გაკეთებაც სურდა რუსეთს სამხრეთ კავკასიაში“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,157 ნახვა