GD Banner
პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი-მიუხედავად იმისა, რომ თავად ამერიკელები არ ამჟღავნებენ, თუ ვის უწესებენ სავიზო შეზღუდვებს, აქაურმა გაუმჭვირვალეებმა თურმე ზუსტად იციან, განსაკუთრებით სიამაყით კი სანქცირებულთა ოჯახის წევრებზე საუბრობენ

“ასეთი არეულ-დარეული მსოფლიო მგონი არავის ახსოვს. ჩვენი საყვარელი სამშობლოც არ ჩამორჩება პოლიტიკური დომხალით არავის, მით უმეტეს სანამ ასეთი ოპოზიცია გვეყოლება ეს გარანტირებული გვაქვს”,-წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, უაზრო ტყუილებში, პარტიებს არც არასამთავრობო სექტორი ჩამორჩა, რომლებმაც მიუხედავად იმისა, რომ თავად ამერიკელები არ ამჟღავნებენ თუ ვის უწესებენ სავიზო შეზღუდვებს, აქაურმა გაუმჭვირვალეებმა თურმე ზუსტად იციან ვინ დაუწესეს სანქცია, განსაკუთრებით სიამაყით კი სანქცირებულთა ოჯახის წევრებზე საუბრობენ.

მისივე თქმით, გაუმჭვირვალე არასამთავრობოებს არ ჩამორჩა დეზინფორმატორი პარტიული ტელევიზიები, რომლებმაც ასევე ნიშნის მოგებით ამცნეს საზოგადოებას, რომ აშშ-მ შეტყობინებები გაუგზავნა საქართველოს მოქალაქეებს არსებული ვიზების გაუქმებაზე, პარალელურად კი თურმე, დღეს იმსჯელებენ საქართველოს დახმარების შესახებ ამერიკის სენატში.

“ასეთი არეულ-დარეული მსოფლიო მგონი არავის ახსოვს: ისრაელი საბრძოლო ოპერაციებს არ წყვეტს, მანამ სანამ ბოლო ტერორისტს არ დაამარცხებს, დასავლეთი უფრო ხშირად მოუწოდებს მას ცეცხლის შეწყვეტისაკენ, პარალელურად კი ზოგიც პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს, ზოგიც თავს იკავებს. რუსეთ-უკრაინის ომს ბოლო არ უჩანს, თითქოს და ყველას უნდა ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ იმ 61 მილიარდ დოლარს რა უყონ, რომელიც უკრაინას ჯერ არ მიუღია, ამით ხომ დასავლეთი მას რუსეთზე გამარჯვებას წინასწარმეტყველებს. ოღონდ, როგორც ჩანს ზელენსკის გამარჯვების მაინცდამაინც არ სჯერა და უკვე პატიმრებს მიერეკება ომში, ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ მასთან მყოფი უკრაინელების გაწვრთნა და საომრად უკრაინაში გაგზავნის იდეა წამოაყენა, ახლა იმ უკრაინელებს ჰკითხონ იმიტომ წამოვიდნენ უკრაინიდან, რომ ომი არ უნდოდათ და ესენი პირიქით უპირებენ ომში გაგზავნას?!

ამასობაში, ზელენსკი უკვე ტრამპსაც ემუქრება თუ ჩვენ არ დაგვეხმარები, დამარცხებული პრეზიდენტის სახელით შეხვალ ისტორიაშიო, ე.ი. დაზუსტებით იცის ვინ იქნება ამერიკის სათავეში და აქედანვე იჭერს თადარიგს და ულტიმატუმს უგზავნის.

ჩვენი საყვარელი სამშობლოც არ ჩამორჩება პოლიტიკური დომხალით არავის, მით უმეტეს სანამ ასეთი ოპოზიცია გვეყოლება ეს გარანტირებული გვაქვს, დღეს თითქმის ყველა მიცუნცულდა სალომე ზურაბიშვილთან ქარტიაზე ხელმოსაწერად, ოღონდ იქიდან გამოსულები ისეთ უაზრობებს ბუტბუტებდნენ ვიდრე ქარტიაში წერია, ასეა, როდესაც მასპინძელი არა თუ ფინჯან ყავას არ დაგალევინებს, არამედ არც სალმის სათქმელად გამოგხედავს გარეთ. უაზრო ტყუილებში, პარტიებს არც არასამთავრობო სექტორი ჩამორჩა, რომლებმაც მიუხედავად იმისა, რომ თავად ამერიკელები არ ამჟღავნებენ თუ ვის უწესებენ სავიზო შეზღუდვებს, აქაურმა გაუმჭვირვალეებმა თურმე ზუსტად იციან ვინ დაუწესეს სანქცია, განსაკუთრებით სიამაყით კი სანქცირებულთა ოჯახის წევრებზე საუბრობენ.

ბრიყვული ტყუილების ფანტაზიებში ოპოზიციას და გაუმჭვირვალე არასამთავრობოებს, ცხადია არ ჩამორჩა დეზინფორმატორი პარტიული ტელევიზიები, რომლებმაც ასევე ნიშნის მოგებით ამცნეს საზოგადოებას, რომ აშშ-მ შეტყობინებები გაუგზავნა საქართველოს მოქალაქეებს არსებული ვიზების გაუქმებაზე, პარალელურად კი თურმე, დღეს იმსჯელებენ საქართველოს დახმარების შესახებ ამერიკის სენატში. მოკლედ ამდენ ალოგიკური, უარგუმენტო ინფორმაციის მოსმენას ისევ სალომე ზურაბიშვილის მოსმენა სჯობია, იცი მაინც რომ ერთია, მაგრამ გაურკვევლად მოსაუბრე, უფრო სწორედ გაურკვევლად მოსაუბრეა მაგრამ ერთი, თუმცა მანაც რა ქნას ახალი ინსტრუქცია არ მიუღია უცხოეთიდან, თორემ ვინ დააკავებდა, ახალ მავნებლობას ნამდვილად არ მოგვაკლებდა!”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,900,270 ნახვა