დონალდ ტრამპი რისკავს იყოს „დამარცხებული პრეზიდენტი“, თუ ის ნოემბრის არჩევნებში გაიმარჯვებს და უკრაინას ცუდ სამშვიდობო შეთანხმებას დაუწესებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის, როგორც გლობალური მოთამაშის დასასრული იქნება.
Guardian-თან ინტერვიუში, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მას ჯერ არ აქვს სტრატეგია, რა უნდა გააკეთოს, თუ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება.
გასულ წელს ტრამპმა განაცხადა, რომ მას ომის დასრულება 24 საათში შეუძლია.
Facebook Comments Box