GD Banner
პოლიტიკა

გია აბაშიძე- დიდ ფინანსურ აფერაში გამყოფებენ ვერცხლისმოყვარე მარიონეტები – დრომოჭმულო პოლიტიკანებო შეეშვით მეტწილად ახალგაზრდების დაზომბირება-მოტყუებას, მაინც ლუზერები იქნებით

26 ოქტომბერსაც ანალიტიკოსი გია აბაშიძე რესპუბლიკის მოედანზე, საქველმოქმედო აქცია-კონცერტს “მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის” გამოეხმაურა.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ არ სცოდნოდა ნაცების მორიგ აქციაზე, მიიჩნევდა, რომ მერიის მიერ დაორგანიზებული ან რაღაც სახელმწიფო ღონისძიებაა.

“ამ ვიზუალით ნაცსექტის ორგანიზებული ე.წ. მუსიკალური მარათონის მონაწილეთა სიმცირით ავაზაკ სპონსორებს ვეტყოდი – დიდ ფინანსურ აფერაში გამყოფებენ ვერცხლისმოყვარე მარიონეტები. პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საქველმოქმედო აქცია-კონცერტი “მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის” მიმდინარეობს. კონცერტის მიზანი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ფინანსური დახმარებაა, კერძოდ, მათი ჯარიმებისგან გათავისუფლება.

დღისით რუსთაველზე ჩავიარე, რომ არ მცოდნოდა ნაცების მორიგ აქციაზე, მივიჩნევდი, ეს მერიის მიერ დაორგანიზებული ან რაღაც სახელმწიფო ღონისძიებაა – პოლიციას ჯებირებითა და ყვითელი ლენტითურთ გადაკეტილი ჰქონდა რესპუბლიკის მოედანი. ვინმეს წარმოუდგენია, რომ ნაცრეჟიმის დროს მაშინდელ რომელიმე მშვიდობიან ოპოზიციონერ აქტივისტს გირაოთი ან ჯარიმით გამოუშვებდნენ ან თუ ასეთი გამონაკლისი იქნებოდა, იმდროინდელ ოპოზიციას ასეთ აქციას თბილისის ცენტრში ჩაატარებინებდნენ?.. ჰოდა, ნაცსექტის დრომოჭმულო პოლიტიკანებო, საზოგადოების ძირითად ბირთვს ეს კარგად ახსოვს და დიდხანს ემახსოვრება და შეეშვით მეტწილად ახალგაზრდების დაზომბირება-მოტყუებას, მაინც ლუზერები იქნებით 26 ოქტომბერსაც!”- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,036 ნახვა