GD Banner
პოლიტიკა

გია აბაშიძე: ევროპული პარტიები საარჩევნო რეჟიმში არიან არჩევნების მეორე დღიდანვე, ხოლო მეხუთე კოლონა დესტრუქციის უცვლელი და წარუმატებელი დღის წესრიგით ცხოვრობს – ამაშია ფუნდამენტური განსხვავება

“ქართულ ოცნებასა” და “ნაცოპოზიციას” შორის ევროპული პარტიები საარჩევნო რეჟიმში არიან არჩევნების მეორე დღიდანვე, ხოლო მეხუთე კოლონა დესტრუქციის უცვლელი და წარუმატებელი დღის წესრიგით ცხოვრობს. ამაშია ფუნდამენტური განსხვავება “ქართულ ოცნებასა” და ფსევდომედასავლეთე ნაცოპოზიციას შორის, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, რადიკალების უცხოელ მფარველებს გაუჭირდათ, ვინაიდან ერთ დროს რუსეთის აგენტად შერაცხული და საზოგადოებასთან დაპირისპირებული სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მიზიდულობის ძალად აქციეს.

“ევროპული პარტიები საარჩევნო რეჟიმში არიან არჩევნების მეორე დღიდანვე, ხოლო მეხუთე კოლონა დესტრუქციის უცვლელი და წარუმატებელი დღის წესრიგით ცხოვრობს. ამაშია ფუნდამენტური განსხვავება “ქართულ ოცნებასა” და ფსევდომედასავლეთე ნაცოპოზიციას შორის. როგორ გაუჭირდათ ნაცსექტანტებსა და მათ უცხოელ მფარველებს, რომ ერთ დროს “პრორუსულად” შერაცხილი, საზოგადოებასთან დაპირისპირებული სალომე ზურაბიშვილი ე.წ. მიზიდულობის ძალად აქციეს. რადიკალებს ვერ დაამშვიდებს, მაგრამ პოლიტიკურად გააცამტვერებს ისტორიული მეოთხე ვადით “ქართული ოცნების” გამარჯვება. იყროყინებენ, კონვულსიებში ჩავარდებიან, მაგრამ მოუწევთ ზემინიმალური მანდატებით ნიკამელიასეულ “დაჩუტულ პუფებად” პარლამენტში შესვლა.” – წერს გია აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,160 ნახვა