GD Banner
პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ოპოზიციაში ნაადრევი ჟრიამული დაიწყო, რომ სტრასბურგის სასამართლო ვენეციის კომისიის ტყავს არ დახევს და გამჭვირვალობის კანონს მინიმუმ შეაჩერებს – სასამართლოზე მსჯელობა წავა მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში, ამ კუთხით კი, კანონს ხარვეზს ვერ მოუძებნიან

ოპოზიციაში ცოტა ნაადრევი ჟრიამული დაიწყო, რომ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლო (სტრასბურგის სასამართლო), ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ტყავს არ დახევს და ოპოზიციის სარჩელის საფუძველზე, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს, როგორც მინიმუმ შეაჩერებს. ანუ, კიდევ ერთი ხავსი მოსაჭიდებლად, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, ვენეციის კომისიამ თავისი პოლიტიზებული დოკუმენტი სააკაშვილის ადვოკატის აქტიური ჩართულობით ისე გამოაქვეყნა, რომ მოპასუხე არ ჰყავდა.

სტრასბურგის სასამართლოზე კი საქართველოს სახელმწიფო იქნება მოპასუხე და მსჯელობა წავა მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში.

“ოპოზიციაში ცოტა ნაადრევი ჟრიამული დაიწყო, რომ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლო (სტრასბურგის სასამართლო), ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ტყავს არ დახევს და ოპოზიციის სარჩელის საფუძველზე, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს, როგორც მინიმუმ შეაჩერებს. ანუ, კიდევ ერთი ხავსი მოსაჭიდებლად. ევროსტრუქტურებიდან ყველანაირი სიურპრიზი მოსალოდნელია, გავიხსენოთ თუნდაც სტრასბურგის მიერ რუსთავი-2-ზე სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერება, რომელიც შემდეგ იგივე სტრასბურგმა უკანვე წაიღო. ამ შემთხვევაში კი განსხვავება ის გახლავთ, რომ ვენეციის კომისიამ ისე ჩაარიხინა თავის პოლიტიზებული დოკუმენტი, თან სააკაშვილის ადვოკატის აქტიური ჩართულობით, რომ მოპასუხე არ ჰყავდა. სტრასბურგის სასამართლოზე კი საქართველოს სახელმწიფო იქნება მოპასუხე და მსჯელობა წავა მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში. ამ კუთხით, კი კანონს ხარვეზს ვერ მოუძებნიან, ისევე როგორც ვერ მოუძებნეს სამართლებრივი ხარვეზი სააკაშვილის მიმართ დამდგარ სასამართლო განაჩენებს.” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,375 ნახვა