GD Banner
საზოგადოება

ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღეზე სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები დააჯილდოვა

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები დააჯილდოვა.

სამინისტროს მედალიონით – „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დაჯილდოვდა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი – ივანე კაციტაძე; სამინისტროს სამკერდე ნიშნით – „დამსახურებული პოლიციელი“ დაჯილდოვდა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე პოლიციის მაიორი – გიორგი სამარღანიშვილი.

სამინისტროს სამკერდე ნიშნით – „დამსახურებული პოლიციელი“ ,ასევე, დაჯილდოვდა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე პოლიციის პოლკოვნიკი – გიორგი ოთარაშვილი. სამინისტროს II ხარისხის მედლით – „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დაჯილდოვდა სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პოლიციის მაიორი – ანა ბარაბაძე.

სამინისტროს მედალიონით – „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ , ასევე, დაჯილდოვდა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ტურისტული უსაფრთხოების ქვეით პატრულთა და უკონტაქტო პატრულირების სამმართველოს ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორი პოლიციის უფროსი ლეიტენანტი – მირანდა ბაქრაძე.

სამინისტროს მედალიონით – „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დაჯილდოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორკესტრის ხელმძღვანელი – ზურაბ შავაძე. სამინისტროს მედალიონით – „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დაჯილდოვდა, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს უფროსი სასაზღვრო პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი – ვალერიან თურქიაშვილი.

სამინისტროს მედალიონით – „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დაჯილდოვდა, სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს უფროსი სასაზღვრო პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი – გიორგი დარძული. პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, სამინისტროს მედლით „მამაცობისთვის“, ასევე, დაჯილდოვდნენ: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მართლწესრიგის და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს უფროსი პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი – ვეფხია ტერაშვილი, სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს უფროსის მოადგილე პოლიციის მაიორი – გიორგი ყველიაშვილი, 1-ლი მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი – დავით ყამარაული, ასევე, მართლწესრიგის და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს 1-ელი განყოფილების 1-ელი ქვეგანყოფილების უფროსი ინსპექტორი პოლიციის ლეიტენანტი – ლუკა ედილაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,295 ნახვა