GD Banner
საზოგადოება

ვახტანგ გომელაურმა 5 მაშველი დააჯილდოვა, რომლებმაც 2 ტურისტის სიცოცხლე გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 5 თანამშრომელი სამინისტროს მედლით „მამაცობისთვის“ დააჯილდოვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მიშიკო ხუციშვილმა, ელგუჯა გელაძემ, გოგი ხუციშვილმა, გიორგი სუჯაშვილმა და გიორგი ქუშაშვილმა – მიმდინარე წლის 1 მარტს, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, მყინვარზე მყოფი 2 ორი უცხოელი ტურისტის სიცოცხლე გადაარჩინეს.

როგორც ირკვევა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ მყინვარის წვერზე მყოფი 2 ტურისტი ამინდის გაუარესების გამო გადაადგილებას ვერ ახერხებდა. განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამმართველოს, მცხეთა-მთიანეთის სპეციალიზებული განყოფილების სამაშველო ჯგუფი, ვერტმფრენის დახმარებით გაემგზავრა მყინვარწვერის მიმართულებით.

ძლიერი ქარის გამო ვერტმფრენმა ვერ შეძლო მყინვარამდე შეფრენა, რის გამოც სამაშველო ჯგუფმა ფეხით გადაადგილება განაგრძო. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა, სხვადასხვა ტერიტორიაზე მყოფ ორივე ტურისტს მიაკვლიეს და უსაფრთხო ადგილამდე ჩამოიყვანეს, საიდანაც ვერტმფრენის საშუალებით მოხდა მათი ტრანსპორტირება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,298 ნახვა