პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები დააჯილდოვა.
სამინისტროს მედალიონით – „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დაჯილდოვდა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი – ივანე კაციტაძე; სამინისტროს სამკერდე ნიშნით – „დამსახურებული პოლიციელი“ დაჯილდოვდა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე პოლიციის მაიორი – გიორგი სამარღანიშვილი.
სამინისტროს სამკერდე ნიშნით – „დამსახურებული პოლიციელი“ ,ასევე, დაჯილდოვდა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე პოლიციის პოლკოვნიკი – გიორგი ოთარაშვილი. სამინისტროს II ხარისხის მედლით – „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დაჯილდოვდა სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პოლიციის მაიორი – ანა ბარაბაძე.
სამინისტროს მედალიონით – „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ , ასევე, დაჯილდოვდა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ტურისტული უსაფრთხოების ქვეით პატრულთა და უკონტაქტო პატრულირების სამმართველოს ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორი პოლიციის უფროსი ლეიტენანტი – მირანდა ბაქრაძე.
სამინისტროს მედალიონით – „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დაჯილდოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორკესტრის ხელმძღვანელი – ზურაბ შავაძე. სამინისტროს მედალიონით – „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დაჯილდოვდა, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს უფროსი სასაზღვრო პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი – ვალერიან თურქიაშვილი.
სამინისტროს მედალიონით – „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დაჯილდოვდა, სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს უფროსი სასაზღვრო პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი – გიორგი დარძული. პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, სამინისტროს მედლით „მამაცობისთვის“, ასევე, დაჯილდოვდნენ: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მართლწესრიგის და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს უფროსი პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი – ვეფხია ტერაშვილი, სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს უფროსის მოადგილე პოლიციის მაიორი – გიორგი ყველიაშვილი, 1-ლი მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი – დავით ყამარაული, ასევე, მართლწესრიგის და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს 1-ელი განყოფილების 1-ელი ქვეგანყოფილების უფროსი ინსპექტორი პოლიციის ლეიტენანტი – ლუკა ედილაშვილი.