GD Banner
პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე – მე ოპოზიციის გაერთიანების მომხრე იმიტომ ვარ, რომ არცერთი ხმა არ დაიკარგოს – თუ ოპოზიციაში 2-3 დაჯგუფება იქნება, ესეც შეიძლება მისაღები იყოს, თუმცა უფრო მეტად დაქუცმაცება არასწორია

მე ოპოზიციის გაერთიანების მომხრე იმიტომ ვარ, რომ არცერთი ხმა არ დაიკარგოს – თუ ოპოზიციაში 2-3 დაჯგუფება იქნება, ესეც შეიძლება მისაღები იყოს, თუმცა უფრო მეტად დაქუცმაცება არასწორია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა.

როგორც მან განაცხადა, ოპოზიცია შეთანხმებულია, რომ ურთიერთ თავდასხმები არ იქნება, რეფორმების საერთო განრიგს ხელს მოაწერენ და ერთიანობისკენ სვლა ექნებათ, რაც გამარჯვების იმედს გააჩენს მოქალაქეებში.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ვადით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია. „რუსული კანონი“ და ევროინტეგრაცია შეუთავსებელია. ეუთო/ოდირის დასკვნამ საბოლოოდ წერტილი დაუსვა იოტისოდენა სპეკულაციასაც კი, თუ რამე “ქართული ოცნების” მხარეს არსებობდა.

მე ოპოზიციის გაერთიანების მომხრე იმიტომ ვარ, რომ არცერთი ხმა არ დაიკარგოს და ოპოზიციური ამომრჩევლის ყველა ხმა მაქსიმალურად წარმოდგენილი იყოს საქართველოს პარლამენტში. თუ ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ ერთი ერთზე ვიქნებით, დღეს მდგომარეობითაც, გამარჯვების გარანტიას გაძლევთ. თუ ეს 2-3 დაჯგუფება იქნება, ესეც შეიძლება მისაღები იყოს, თუმცა უფრო მეტად დაქუცმაცება არასწორია. ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა, რომ სხვა პოლიტიკურ აქტორებთან საერთო ენა გამონახოს, რათა არცერთი ხმა არ დაიკარგოს.

ჩვენ ძალიან ბევრ საზოგადოებრივ კვლევას ვატარებთ, მოქალაქეებთან დავდივართ და იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს. ოპოზიცია შეთანხმებული ვართ, რომ ურთიერთთავდასხმები არ იქნება, რეფორმების საერთო განრიგს ხელი მოეწერება და ერთიანობისკენ სვლას კიდევ და კიდევ მეტად ვანახებთ, რაც გამარჯვების იმედს გააჩენს მოქალაქეებში. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არ არის, გამარჯვების შემთხვევაში როგორ მინისტრთა კაბინეტზე შევთანხმდებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ღალატის და უსამშობლოების გაერთიანება „ქართული ოცნება“ მოვიშოროთ“, – განაცხადა მან გადაცემაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,157 ნახვა