GD Banner
საგარეო პოლიტიკა

ილონ მასკი სასამართლოს მიერ ტრამპის დამნაშავედ ცნობაზე: ამერიკის სამართლებრივი სისტემისადმი საზოგადოების ნდობას დიდი ზიანი მიადგა

მილიარდერი ილონ მასკი აშშ-ის ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები სამართლებრივი სისტემისადმი საზოგადოების ნდობას დიდ ზიანს აყენებს.

„ნამდვილად, ამერიკის სამართლებრივი სისტემისადმი საზოგადოების ნდობას დიდი ზიანი მიადგა. თუ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცეს ასეთ ტრივიალურ საქმეზე – რომელიც მოტივირებულია პოლიტიკით, და არა სამართლით – მაშინ ყველა დგას ანალოგიური რისკის წინაშე“, – წერს მასკი.

დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,904,152 ნახვა