GD Banner
საგარეო პოლიტიკა

ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს: განაგრძეთ ბრძოლა, ბატონო პრეზიდენტო! დაე ხალხმა განაჩენი ნოემბერში გამოიტანოს!

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აშშ-ის ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს გამოეხმაურა.

„პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვიცნობ როგორც ღირსების კაცს. როგორც პრეზიდენტი, ის ამერიკას ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებდა, დაიმსახურა პატივისცემა მთელ მსოფლიოში და იყენებდა ამ პატივისცემას მშვიდობის დასამყარებლად. დაე ხალხმა განაჩენი ნოემბერში გამოიტანოს! განაგრძეთ ბრძოლა, ბატონო პრეზიდენტო!“ – წერს ორბანი X-ზე.

დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,207 ნახვა