GD Banner
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი “ჯემნიუსის” ჟურნალისტზე: გამაოგნებელია, რომ თანამედროვე “ევროპულ ღირებულებებში” ერთად შეიძლება თავსდებოდეს დეპოლარიზაციისკენ მოწოდება და იმ ადამიანის დაფინანსება, რომელსაც ეკუთვნის მოწოდება 84 ტყვიის სროლის შესახებ

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი, “ქართული ოცნების” კომუნიკაციების დეპარტამენტის ფეისბუქ-გვერდის, “სინამდვილეში” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ჟურნალისტი ლევან დათუნაშვილი (Leo nafta), რომლის ონლაინმედია “ჯემნიუსი” აშშ-ის საელჩოს, „ევროკავშირის დემოკრატიის ფონდის” და „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდის” მიერ ფინანსდება, სოციალურ ქსელში დეპუტატების მკვლელობის მუქარის შემცველ ვიდეოს ავრცელებს.

შარმანაშვილის განცხადებით, დათუნაშვილის სახელფასო ანგარიშზე ევროკავშირის ბიუჯეტიდან ჩარიცხული ყოველი ცენტი, ამიერიდან კეფაში სასროლი ტყვიის ფული იქნება.

მისივე თქმით, გამაოგნებელია, რომ თანამედროვე ევროპულ ღირებულებებში შესაძლოა თავსდებოდეს დეპოლარიზაციისკენ მოწოდება და მსგავსი ადამიანის დაფინანსება.

“გამაოგნებელია, რომ, როგორც ჩანს, თანამედროვე “ევროპულ ღირებულებებში” ერთად შეიძლება თავსდებოდეს დეპოლარიზაციისკენ მოწოდება და იმ ადამიანის დაფინანსება, რომელსაც ეკუთვნის მოწოდება კეფაში 84 ტყვიის სროლის შესახებ… დღეის იქით, ყოველი ცენტი, რომელიც ამ ადამიანის სახელფასო ანგარიშზე ევროკავშირის ბიუჯეტიდან ჩაირიცხება, იქნება კეფაში სასროლი ტყვიის ფული!” – წერს თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,218 ნახვა