GD Banner
პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენის და სამანტა პაუერის განცხადებებს საქართველოში “გამჭვირვალობის კანონის” მიღებასთან დაკავშირებით, სოციალური ქსელის მომხმარებლები აკრიტიკებენ

საქართველოს პარლამენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საბოლოოდ მიღებას, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურნენ და აღნიშნული ნაბიჯი ნეგატიურად შეაფასეს.

მათ განცხადებებს სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მაგალითად, ევროკომისიის პრეზიდენტს ახსენებენ, რომ აშშ-ში 1938 წლიდან არსებობს ფარას კანონი და საქართველოს მიმართ მსგავსი განცხადება ფარისევლობაა.

“დემოკრატიის თქვენეული გაგება ცოტა სუსტი ჩანს. ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს მათ არასამთავრობო ორგანიზაციებს და სინამდვილეში მათ პოლიტიკოსებს. საინტერესო იქნება, როცა სია გამოქვეყნდება.” – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი ფონ დერ ლაიენის განცხადების საპასუხოდ.

ასევე მას უსვამენ კითხვას, როგორ შეიძლება გამჭვირვალობა ეწინააღმდეგებოდეს ევროკავშირის პრინციპებსა და ღირებულებებს და ხომ არ უკავშირდება ეს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი გაუმჭვირვალობით სარგებელს იღებს, როცა საქმე საქართველოს ეხება.

რაც შეეხება USAID-ის დირექტორს, მას უსვამენ კითხვას, დაარიგებს თუ არა ვიქტორია ნულანდი ნამცხვრებს თბილისში, როგორც ეს მან უკრაინაში, მაიდანის დროს გააკეთა. “როგორც ჩანს, ხალხი დაიღალა ვაშინგტონ/ბრიუსელის ტექნოკრატებისა და ფერადი რევოლუციის ინჟინრებისგან” – აღნიშნავს პაუერის განცხადების საპასუხოდ X-ის ერთ-ერთი მომხმარებელი. ასევე ისმება შეკითხვა, რაში სჭირდება დემოკრატიას ენჯეოების ფარულად დაფინანსება. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ოფიციალურ გვერდზე დაწერა: “ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას, განაახლოს მხარდაჭერა ევროკავშირის მისწრაფებებისადმი.” USAID-ის დირექტორი კი კანონის მიღებას ასე გამოეხმაურა: “საქართველოს პარლამენტი „უცხოური გავლენის“ კანონპროექტის მიღებით, საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ გზას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ორმხრივ ურთიერთობებს აშშ-სთან. ჩვენ გვერდში ვუდგავართ ქართველ ხალხს და მათ სურვილს ევროპული მომავლისკენ.”

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,196 ნახვა