GD Banner
პოლიტიკა

უკრაინის რამდენიმე ციხეში პატიმრების სისტემატური წამების ფაქტები გამოვლინდა

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებაში პატიმრების სისტემატური წამების ფაქტები გამოავლინა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალი წარდგენილი აქვს პოლტავის ოლქის ბოჟკოვსკიში მდებარე N16-ე დაწესებულების 4 თანამშრომელს.

უკრაინელმა უფლებადამცველებმა გაავრცელეს ვიდეოები, რომლებზეც პატიმრების წამება არის ასახული. ვიდეოებში პატიმრებს სექსუალური ძალადობით ემუქრებიან და ფულის გადახდას სთხოვენ.

„გამოძიებით დადგენილია, რომ დამნაშავეების მსხვერპლი ხდებოდა თითოეული პატიმარი, რომელიც კოლონიაში ხვდებოდა. მსხვერპლთა დადგენის პროცესი გრძელდება“, – აცხადებენ უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროში.

ბრალდებულებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,196 ნახვა